Monday, 2 March 2015

დღე-9
საბოლოოდ გავაანალიზეთ ჩვენს მიერ განვლილი მასალა და გადავიმეორეთ ყველა ის ტექნიკური ნიუანსი თუ როგორ შევდივართ საიტზე ბლოგზე, როგორ ვქმნით კითხვარს, შევასწორეთ დარჩენილი pauerpointisს პრეზენტაციები ან გამოტოვებული გვერდები და მოვისმინეთ პრეზენტაციები.
დიდი მადლობა ყურადღებიან ტრეინერს დახმარება ფასილიტაციისთვის
სიყვარულით
ნატა ქევხიშვილი         :)
რეფლექსია 
პრეზენტატორების
ნათია ბეჭვაია-გეომეტრიული ფიგურები
ისაუბრა პროექტის მიზანზე- დისკუსია, გაცნობა/წარდგინება,
პრეზენტატორმა საკმაოდ თავდაჯერებულად და ჩამოყალიბებულად ისაუბრა დასახულ სამუშაოზე, ნათლად დასახა წარმართული პროცესები, კარგად წარადგინა მოსწავლეთათვის დაგეგმილი საკონსულტაციო პროცესი გუნდური მუშაობის პრინციპზე დამყარებული. შესანიშნავად ჩამოაყალიბა გეომეტრიული ფიგურების კავშირი თანამედროვე ცხოვრებაში.
მაკა მამასახლისი
ისაუბრა მუსიკლის როლზე ადამიანთა ცხოვრებაში, მის მნიშვნელოვან განვითარებაზე მთელი ისტორიული ათწლეულების გავლით.
მანანა კაპანაძე
წრფივი ორუცნობიანი უტოლობები...
წარადგინა გეგმა რომლითაც უფრო მეტად დააინტერესებდა მოსწავლეებს და წაახალისებდა თავად შეექმნათ კითხვარებით ტავად მოსწავლეებს შეექმნათ ამოცანები,  ჯეოჯებრას გამოყენებით მიიყვანდა სიღრმისეულ ცოდნამდე.
ნათია შიუკაშვილი
ისტორიის პედაგოგი- ალავერდობის გაკვეთილი (ინტეგრირებული ქართულის პედაგოგტან ერთად)
განხილული იყო წმინდანებთან კლავშირი ფილმის განხილვა და ლექსების წაკითხვა, განიხილეს რჩეულიშვილის ნაწარმოებთან წამოწეულ საკითხს რამდენად შეინარჩუნა უძველესმა რელიგიურმა დღესასწაულმა თავისი ისტორიული სახე, კარგად იყო დაკავშირებული მუსულმანურ რელიგიასთანაც კავშირს.
კაკაურიძე მაი 166 ე საშუალო სკოლა
,, მინდა ვიყიდო კომპიუტერი"
პროექტი გათვლილია მოსწავლეთა რეალურ ცხოვრებასთან კავშირზე, ოჯახის შემოსავლის დაანგარიშება, შედარება, მაღაზიებში ფასების დადგენა და დანაზოგის გაკეთება- რაც ბიზნესის რეალურ საწყისს წარმოადგენს.

დვალი ნანა 
კომპუტერი ჩვენს ცხოვრებაში

განსაკუთრებულად აღსანიშნავია პრეზენტატორების მიერ შერჩეული მასალა იყო საინტერესო, აქტუალური,  მათი გამოსვლები კი სრულყოფილი და დამაჯერებელი .

No comments:

Post a Comment